ცენტრალურ საარჩევნო
კომისიას (ცესკო) 2024 წლის
აღწერის წარმატებით
განხორციელებაში შეტანილი
მნიშვნელოვანი
წვლილისთვის მადლობის
სიგელი გადაეცა.ჯილდო
ცესკოს თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილს
პირადად სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის
აღმასრულებელმა
დირექტორმა გოგიტა
თოდრაძემ გადასცა.სიგელი
ადასტურებს ორ უწყებას
შორის წარმატებულ
პარტნიორობასა და
კოორდინირებულ მუშაობას,
რაც მნიშვნელოვანი იყო
აღწერის პროცესის
ეფექტურად
განხორციელებისთვის.ცესკოს
და სხვა პარტნიორ
ორგანიზაციებს მადლობის
სიგელები საზეიმო
ღონისძიებაზე გადაეცათ,
რომელიც საქსტატის 106 წლის
იუბილესთან დაკავშირებით
გაიმართა და მას
სახელმწიფო უწყებების,
აკადემიური წრის და
პარტნიორი ორგანიზაციების
წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.