რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზით - სპეციალისტი განმარტავს

Primetime.ge 10 საათი წინ 9
რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზით - სპეციალისტი განმარტავს
 სტომატოლოგი თამარ ორდენიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს,  თუ რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით:„კითხვაზე თუ რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით, აზრი ორად იყოფა. მშობელს ურჩევნია, რომ აღიქვას, თუ რა უკეთდება მის შვილს. ბავშვიც მზად იყოს, თუ რა მანიპულაციებთან აქვს საქმე და ამ რეალობას თავი არ აარიდოს. ჩვენ ბავშვთა ასაკში 20 კბილი გვაქვს, შემდეგ - 32 კბილი. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენ ნარკოზს მოიცავს თითო კბილის მკურნალობა. მაგრამ, არსებობს ისეთი უმართავი სიტუაციები, ან ისეთი მასშტაბის დაზიანებები, სადაც უბრალოდ სტომატოლოგია უძლურია. შესაძლოა, სპეციალისტმა 2,5 წლის ბავშვი ვერ გააჩეროს და ყველა კბილი ვერ მოუწესრიგოს. ამიტომ, უნდა ავწონ-დავწონოთ. რა თქმა უნდა, სწორი მიდგომით, ჯობს, ყველა მანიპულაცია ბავშვის ფსიქიკისთვის და მშობლის მზაობისთვის შესაბამისად გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანესთეზია კეთდება, ადამიანი სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი უნდა იყოს. კბილი კი ისე სწრაფად გვტკივდება, ამის გარკვევას ვერ ვასწრებთ".  
სრულად წაიკითხეთ სტატია