დროებითი საგამოძიებო
კომისიის პირველი
გასვლითი სხდომა - კომისიის
წევრები დღეს ხონში
მიემგზავრებიან.
კანონმდებლები
მუნიციპალიტეტში მდებარე
ერთადერთ
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
შემორჩენილ იმ სამარტოო
საკანს დაათვალიერებენ,
სადაც "ნაციონალური
მოძრაობის" დროს პატიმრები
იყვნენ
მოთავსებული.პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, გიორგი
ჩაკვეტაძე, გასვლითი
სხდომის მიზნად, წინა და
მოქმედი ხელისუფლების
პერიოდის საპყრობილეების
ერთმანეთთან შედარებას
ასახელებს."კომისიას აქვს
დაგეგმილი გასვლითი
სხდომა ერთ-ერთ
პენიტენციურ
დაწესებულებაში, სადაც
უნდა მოინახულონ
ერთადერთი საკანი, რომელიც
არის შემორჩენილი 2003-2012
წლების რეჟიმის შემდეგ და
უნდა განხორციელდეს
შედარება ამ წლებთან, იმ
მდგომარეობის, რომელიც
არის დღეს შექმნილი
პენიტენციურ
სისტემაში.ევროსასამართლოს
არაერთი გადაწყვეტილება
ადასტურებს იმას, რომ ცა და
დედამიწა არის ის
მდგომარეობა, რომელიც იყო
2003-2012 წლებში ციხეებში და
რომელი მდგომარეობაც არის
დღეს. ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ
ადამიანის უფლებების
დაცვის კუთხით და იმ
დარღვევებთან
დაკავშირებით, რომელიც 2012
წლამდე ხორციელდებოდა, ეს
ყველაფერი ასახული იყოს
კომისიის დასკვნაში", -
განაცხადა გიორგი
ჩაკვეტაძემ.