გრიგოლ გეგელია: ჩვენ გვაქვს სამკომპონენტიანი ბრძოლის მეთოდი, სადაც ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ დავასუსტოთ ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელმაც საქართველო რუსეთს ჩააბარა

Primetime.ge 5 საათი წინ 5
გრიგოლ გეგელია: ჩვენ გვაქვს სამკომპონენტიანი ბრძოლის მეთოდი, სადაც ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ დავასუსტოთ ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელმაც საქართველო რუსეთს ჩააბარა
ჩვენ ვართ ძალიან პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლისთვის უკლებლივ ყველა მსხვილ წერტილში, ყველა ფრონტის გამოყენებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.,მისი თქმით, პროტესტი უნდა შენარჩუნდეს და გაფართოვდეს.„ამავე დროს გამოყენებული უნდა იქნას ყველა სხვა ინსტრუმენტიც, მათ შორის გამოყენებული უნდა იქნას დე ფაქტო არჩევნები, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი. რასაკვირველია ასევე ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვაქვს სამკომპონენტიანი ბრძოლის მეთოდი, სადაც ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ დავასუსტოთ და დავაზიანოთ ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელმაც საქართველო ღიად ჩააბარა ფაქტობრივად რუსეთს. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ჩვენ ვართ ბოლო ფაზაში მსჯელობის და სულ მალე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატს, რომელიც იბრძოლებს, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, დავიბრუნოთ თბილისი და სხვა ქალაქები და რა თქმა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სოფლები“, – განაცხადა გეგელიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია