ადგილობრივი არჩევნებისთვის 17 პარტია დარეგისტრირდა

Civil Georgia 10 საათი წინ 6
ადგილობრივი არჩევნებისთვის 17 პარტია დარეგისტრირდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 17 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

რეგისტრირებულ პარტიებს შორის არიან „ქართული ოცნება“, კოალიცია „ლელო/ძლიერი საქართველო“, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩი“ და ორი მთავარი ულტრაკონსერვატიული ძალა – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

ცესკომ მე-4 ნომერი, რომელიც ადრე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ეკუთვნოდა, „ქართველთა ერთობას“, ხოლო მე-5 ნომერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა, „ჩვენ გაერთიანებულ საქართველოს“ მიანიჭა.

ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებული პარტიები და მათი ლიდერები არიან:

  • (3) „კონსერვატორები საქართველოსთვის“ — თავმჯდომარე გიორგი ქარდავა
  • (1) „მამული, ენა, სარწმუნოება“ — თავმჯდომარე ზაურ ხაჩიძე
  • (14) „სახალხო ხელისუფლება“ — თავმჯდომარე მარინა ქურდაძე
  • (9) „ძლიერი საქართველო – ლელო“ — თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
  • (25) „გახარია საქართველოსთვის“ — თავმჯდომარე გიორგი გახარია
  • (41) „ქართული ოცნება“ — თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
  • (36) „გირჩი“ — თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
  • (11) „საქართველო“ — თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი
  • (10) „მემარცხენე ალიანსი“ — თავმჯდომარე კონსტანტინე გუგუშვილი
  • (8) „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი
  • (4) „ქართველთა ერთობა“ — თავმჯდომარე გაიოზ მამალაძე
  • (12) „მწვანეთა პარტია“ — გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე
  • (5) „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ — თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე
  • (7) „თავისუფალი საქართველო“ — თავმჯდომარე კახა კუკავა
  • (6) „მესამე გზა“ — თავმჯდომარე გიორგი თუმანიშვილი (რეგისტრაცია მიმდინარეობს)
  • (13) „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ — თავმჯდომარე კამალ მურადხანოვი (რეგისტრაცია მიმდინარეობს)
  • (2) „დემოკრატთა ალიანსი“ — თავმჯდომარე გიორგი ბუჩუკური (რეგისტრაცია მიმდინარეობს)

ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • „ევროპული საქართველო“
  • „თავისუფლების მოედანი“
  • ანა დოლიძის „ხალხისთვის“
  • „ახალი“
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“
  • „დროა“
  • „ფედერალისტები“
სრულად წაიკითხეთ სტატია