სოფელ ჩორჩანასთან
საგუშაგოს განთავსების
საკითხზე დროებითი
კომისიის წევრებისთვის
დამატებითი განმარტებების
გაკეთება მოუწევს დღეს
გიორგი გახარიას. ყოფილი
პრემიერი კომისიის
სხდომაში მონაწილეობას
დისტანციურად
მიიღებს.კომისიის
წევრების შეკითხვებს,
დღესვე, ხელმეორედ
უპასუხებს კოდორის ხეობის
მკვიდრი, თორნიკე
გერლიანიც. მიწვეული არიან
ასევე სხვა მოწმეები.
საუბარი შეეხება 2004-2012
წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილი ვითარებასა და
აგვისტოს ომს.სხდომა
საკანონმდებლო ორგანოში 09:30
საათზე დაიწყება და 19:00
საათამდე უნდა გაგრძელდეს.