„რას არ მოვსწრებივარ
ცხოვრებაში —
კომუნისტების პერიოდიდან
დღემდე. ახლა თაკოსაც
ვუსმენდი და ცოტა
გაოგნებული ვარ, რას
ლაპარაკობდა, ვერ გავიგე
თაკო... რას არ მოვსწრებივარ
ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი
რამ, რასაც ხოშტარიას და
გედი ფოფხაძის შიმშილობას
დაერქვა შიმშილობა — ამას
ნამდვილად არ
მოვსწრებივარ. ალბათ,
მართლა გინესის წიგნშია
შესატანი, როგორც ყველაზე
ხანმოკლე შიმშილობა:
სადილიდან სადილამდე
გამოაცხადეს შიმშილობა,
სანამ მოშივდებოდათ“, -
ამის შესახებ
უფლებადამცველმა,
„ერთიანი საქართველოს“
წევრმა, ნანა კაკაბაძემ
გადაცემა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“ განაცხადა.