„პაატა ბურჭულაძე ვისთან
იყო, რომელ პარტიაში იყო,
რომელ ეროვნულ მოძრაობაში
იყო, სად მოძრაობდა, სახლში?!
არ ვიცი... რასაც საზოგადო
ასპარეზი ერქვა, იქ არ
მოძრაობდა...“, - ამის
შესახებ უფლებადამცველმა,
„ერთიანი საქართველოს“
წევრმა, ნანა კაკაბაძემ
გადაცემა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“ განაცხადა.