ყველას კარგად
მოგვეხსენება, როგორ
რთულად განვითარდა სალომე
ზურაბიშვილის არჩევნები,
მეორე ტურში ჩვენი
ლიდერების ბანერები იყო
გამოკრული, რაც
გაითვალისწინა ჩვენმა
ამომრჩეველმა და ასე
ვთქვათ ჩვენი ხათრით
მისცეს სალომე
ზურაბიშვილს ხმა, -
განაცხადა საპარლამენტო
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ ლევან
მაჭავარიანმა.„ჩვენ
ვალდებულები ვართ ჩვენს
ამომრჩეველთან და ამ
ნაბიჯით ჩვენი
ამომრჩეველი იმას
დაინახავს, რომ მას
საკადრისი პასუხი
გავეცით“, - აღნიშნა ლევან
მაჭავარიანმა.მმართველი
პარტია საქართველოს
პრეზიდენტის იმპიჩმენტის
პროცედურებს ხელახლა
იწყებს. აღნიშნულის
თაობაზე პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა ბრიფინგზე
განაცხადა.