
ყველას კარგად მოგვეხსენება, როგორ რთულად განვითარდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნები, მეორე ტურში ჩვენი ლიდერების ბანერები იყო გამოკრული, რაც გაითვალისწინა ჩვენმა ამომრჩეველმა და ასე ვთქვათ ჩვენი ხათრით მისცეს სალომე ზურაბიშვილს ხმა, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენს ამომრჩეველთან და ამ ნაბიჯით ჩვენი ამომრჩეველი იმას დაინახავს, რომ მას საკადრისი პასუხი გავეცით“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხელახლა იწყებს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.