თბილისის მერის კახა
კალაძის შეფასებით,
საქართველოს მოსახლეობის
უმრავლესობა, ხედავს რა
ორმაგ სტანდარტს, როგორც
ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით,
აკეთებს სწორ ანალიზს და
იღებს მართებულ
გადაწყვეტილებებს, როგორც
ეს, მაგალითად, გასულ წელს,
საპარლამენტო არჩევნებზე
მოხდა.ამის შესახებ მერმა
ჟურნალისტის იმ კითხვის
პასუხად განაცხადა, რომლის
თანახმად, გავრცელებული
ინფორმაციით,
„ინფორმაციის
თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტის“
(IDFI) ხელმძღვანელი გიორგი
კლდიაშვილი ბიზნესს
რუსეთის მოქალაქეებთან
ერთად ფლობს."ნუ
გაგიკვირდებათ, ეს არის
ჩვეულებრივი ორმაგი
სტანდარტი. უამრავი
მაგალითი შეგვიძლია
მოვიყვანოთ, ევროპის
ლიდერებიდან დაწყებული,
თუნდაც შიდა რადიკალებით
დამთავრებული. ჩვეული
ორმაგი სტანდარტია,
ყველაფერთან მიმართებით.
იცით, ყველაზე მთავარი რა
არის? ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობის უმრავლესობა
ხედავს რეალურ სიტუაციას,
აკეთებს სწორ ანალიზს და
როდესაც საჭიროა, იღებს
სწორ გადაწყვეტილებას,
როგორც, მაგალითად,
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების დროს გაკეთდა.
იგივეს გააკეთებს ხალხი
თვითმმართველობის
არჩევნების დროს, იმიტომ,
რომ როდესაც მოსახლეობა
ხედავს, რომ ჩვენ გვყავს
პოლიტიკოსების და
პოლიტიკური პარტიების
გარკვეული ნაწილი, რომელიც
ემსახურა სხვა, კონკრეტული
ადამიანების,
პოლიტიკოსების თუ
ქვეყნების ინტერესებს,
ჩვენი ქვეყნის
ინტერესების დათმობის
ხარჯზე, ყოველთვის
შესაბამის პასუხს გასცემს
მათ“, - განაცხადა კახა
კალაძემ.