არჩილ გორდულაძე IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორზე: როდესაც თანხებსა და საკუთარი ჯიბის გასქელებას ეხება საქმე, ისინი ძალიან კარგად არიან მოწადინებულები, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა პირთან ჰქონდეთ ურთიერთობა

Primetime.ge 2 საათი წინ 5
არჩილ გორდულაძე IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორზე: როდესაც თანხებსა და საკუთარი ჯიბის გასქელებას ეხება საქმე, ისინი ძალიან კარგად არიან მოწადინებულები, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა პირთან ჰქონდეთ ურთიერთობა
როდესაც თანხებსა და საკუთარი ჯიბის გასქელებას ეხება საქმე, ისინი ძალიან კარგად არიან მოწადინებულები, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა პირთან ჰქონდეთ ურთიერთობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.იგი გამოეხმაურა „იმედინიუსის“ ინფორმაციას, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის შესახებ, რომ კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან ერთად.„ისევ და ისევ ხალხის მოსატყუებლად და ისევ და ისევ როგორც ეს მათი პატრონების დავალებას შეეფერება, ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ სიძულვილი და ერთ-ერთი ადამიანია ის, რომელიც სიძულვილს აღვივებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანის მიმართ. ამ ხიდჩატეხილობას, რომელიც უნდათ, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში განახორციელონ, ზუსტად ამ ყველაფერს ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციის სხვადასხვა წარმომადგენელი“, - განაცხადა გორდულაძემ.ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად. მათთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დამფუძნებელია.
სრულად წაიკითხეთ სტატია