მამუკა მდინარაძე: რომ დარბოდი „რუსული კანონი, რუსული კანონიო“ და „ქართველობის მრცხვენიაო“ და „სლავა უკრაინაო“ იძახდი და საქართველო არ გაინტერესებდა დღეს არ გრცხვენია ამისი? რატომ აღარ წერ სოციალურ ქსელში, რომ მრცხვენია ასე, რომ „დამაგოიმესო?“

Primetime.ge 3 საათი წინ 2
მამუკა მდინარაძე: რომ დარბოდი „რუსული კანონი, რუსული კანონიო“ და „ქართველობის მრცხვენიაო“ და „სლავა უკრაინაო“ იძახდი და საქართველო არ გაინტერესებდა დღეს არ გრცხვენია ამისი? რატომ აღარ წერ სოციალურ ქსელში, რომ მრცხვენია ასე, რომ „დამაგოიმესო?“
რომ დარბოდი „რუსული კანონი, რუსული კანონიო“ იძახდი და „ქართველობის მრცხვენიაო“ და „სლავა უკრაინაო“, რომ იძახდი და საქართველო არ გაინტერესებდა, იმ მომენტში რა ხდებოდა საქართველოსთან მიმართებით, დღეს არ გრცხვენია ამისი? რატომ აღარ წერ სოციალურ ქსელში, რომ მრცხვენია ასე, რომ „დამაგოიმესო?“, - ასე გამოეხმაურა ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის კრიტიკას აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.მისი თქმით, ოპოზიცია ახლა ჩიხშია და იძულებულია მისივე დაწყებული ნარატივი შეინარჩუნოს.მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს კარგი იქნებოდა, რომ შესწევდეთ უნარი აღიარონ შეცდომა.„მე მაინტერესებს იმ ადამიანების განწყობა, რომელსაც ქართული ოპოზიციის აგენტურული ნაწილის სჯერა. „ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში ჩადიან - გავიმარჯვეთ!“ -სოციალურ ქსელში შემხვდა. რა გაიმარჯვე, რა დამარცხდი, ან რა გინდა საერთოდ? პიარული თავხედობის ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინებაა. საოცრებებს აკეთებენ და ეს რომ არ გააკეტონ ძალიან ჩიხში არიან. სხვა გზაც არ აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა რა არის რეალობა. 3 წლის წინ, როდესაც ომი დაიწყო და „მრცხვენია ქართველობისო“. ზელენსკიმ გახსოვთ რა „საფუძვლებით“ გაიწვია საქართველოდან ელჩი? გახსოვთ რა სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო? და არა მხოლოდ ნაცები, შუაშისტებს, რომ ვეძახით ასეთი ადამიანები და რამდენიმე ჩვენიანიც აჰყვა ამ ნარატივს მაშინ. სოციალურ ქსელში წერდნენ მაშინ „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“. რისი გრცხვენია, რომ იმან [ზელენსკიმ] მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და შენ შეგრცხვა ქართველობის? დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომ მიიღე და იქიდან დარტყმა დარტყმაზე მოდიოდა ყოველ დილა- საღამოს ამის შეგრცხვა? დღეს ხომ მაინც ფიქრობ, რომ დარბოდი „რუსული კანონი, რუსული კანონიო“ იძახდი და „ქართველობის მრცხვენიაო“, რომ იძახდი და „სლავა უკრაინაო“, რომ იძახდი და საქართველო არ გაინტერესებდა, იმ მომენტში რა ხდებოდა საქართველოსთან მიმართებით, დღეს არ გრცხვენია ამისი? რატომ აღარ წერ სოციალურ ქსელში, რომ მრცხვენია ასე, რომ „დამაგოიმესო?“ ახლა რატომ არ წერ? საკუთარ თავს უნდა გამოუტყდე ხანდახან და თუ შეხედავ და მიხვდები, რომ ისეთი გლობალური მოვლენები დალაგდა და ისეთი რამეები მოხდა, რამაც ფარდა ახადა ყველაფერს და შავით თეთრზე გამოჩნდა ყველაფერი, ამისი აღიარებაც უნდა შეგეძლოთ!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.მისი თქმით, ბოლო მოვლენებმა დაადასტურა, რომ „ეს იყო „პროქსი ომი“ და სხვა იბრძოდა სხვის ნაცვლად და გაცილებით გლობალური ძალები იყვნენ ამაში ჩართული და რა თქმა უნდა საქართველოც ამ გეგმის ნაწილი იყო, რაც ვერ მოახერხეს და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ იყო ის წარმოუდგენელი დარტყმები საქართველოზე, რომელიც დარტყმებიც, რომ არ აგვერიდებინა, შეიძლება ვინც აჰყვა ამ ნარატივს არაერთი მათგანი ცოცხალი არ ყოფილიყო დღეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია