ჩვენი უმთავრესი
პრიორიტეტი იქნება ყველა
იმ დაპირების შესრულება,
რომელიც წინასაარჩევნო
პერიოდში მივეცით ჩვენს
ამომრჩეველს, - განაცხადა
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
გიორგი გაბუნიამ
მმართველი პარტიის
სამთავრობო პროგრამაზე
საუბრისას.„თითოეულ
დაპირებაზე ვიმუშავებთ
ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად
მივყვებით და
დარწმუნებული ვარ, რომ ის
მიზნები და ამოცანები,
რომლებიც დაისახა
მთავრობამ, სრულად იქნება
შესრულებული“, - განაცხადა
გიორგი
გაბუნიამ.მთავრობას და
სამთავრობო პროგრამას,
სახელწოდებით - „მხოლოდ
მშვიდობით, ღირსებით,
კეთილდღეობით ევროპისკენ“
პარლამენტი ნდობას დღეს
გამოუცხადებს.