ჩვენი საარჩევნო დაპირება
იყო, რომ აგვეკრძალა
„ნაციონალური მოძრაობა“,
თუმცა იცით, რომ ჯერ კიდევ 2012
წლის მარცხის შემდგომ,
„ნაციონალურმა მოძრაობამ“
შეიმუშავა სტრატეგია და
გადანაწილდა სხვადასხვა
პოლიტიკურ პარტიაში,
სამოქალაქო სექტორში,
მედიებში იმისთვის, რომ
გაჰქცეოდნენ
პასუხისმგებლობას, -
განაცხადა გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
ვლადიმერ ბოჟაძემ.მისი
თქმით, მნიშვნელოვანია იმ
ადამიანების პოლიტიკური
პასუხისმგებლობის
საკითხის დაყენებაც,
რომლებიც ამ პროცესის
შემოქმედები იყვნენ.„ჩვენ
ვნახეთ არაერთი მათი
ლიდერი, რომელიც დღეს
სხვადასხვა პარტიაშია
წარმოდგენილი. ამიტომ,
მნიშვნელოვანი არის არა
მხოლოდ "ნაციონალური
მოძრაობის", როგორც
პოლიტიკური პარტიის,
აკრძალვა, არამედ მათ შორის
იმ ადამიანების
პოლიტიკური
პასუხისმგებლობის
საკითხის დაყენებაც,
რომლებიც იყვნენ ამ
პროცესის შემოქმედები“, -
აღნიშნა
ბოჟაძემ.პარლამენტი დღეს
„მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ"
და „საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ"
კანონებში დაგეგმილ
ცვლილებებს მეორე
მოსმენით განიხილავს.
ცვლილებები მოიაზრებს
„ნაციონალური მოძრაობისა“
და მისი მემკვიდრე
პარტიებისათვის
საქართველოში პოლიტიკური
საქმიანობის აკრძალვას.