საქართველოს პრეზიდენტი
სომხეთის რესპუბლიკაში
ოფიციალური ვიზიტით
იმყოფება.მიხეილ
ყაველაშვილი მაღალი
რანგის შეხვედრებს
გამართავს სომხეთის
პრეზიდენტთან და
პრემიერ-მინისტრთან. ასევე
შეხვდება ყოველთა სომეხთა
კათოლიკოს გარეგინ
მეორეს.ამ წუთებში,
სომხეთის პრეზიდენტის
სასახლეში ვიზიტის
პირველი, ოფიციალური
შეხვედრა მიმდინარეობს.
იქამდე, სასახლეში
ოფიციალური დახვედრის
ცერემონია გაიმართა -
გაჟღერდა საქართველოსა და
სომხეთის ჰიმნები, რის
შემდეგაც პრეზიდენტებმა
კაბინეტში, შეხვედრის
ოთახში
გადაინაცვლეს.იგეგმება
ერთობლივი განცხადებები
მედიისთვის.