ჩვენი გუნდი მადლიერია
გიორგი ამილახვარის მიერ
გაწეული სამუშაოსი იმიტომ,
რომ მან მნიშვნელოვანი
რეფორმები გაატარა
განათლების სისტემაში, -
განაცხადა პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
თავმჯდომარემ, ირაკლი
ქადაგიშვილმა.მისი
შეფასებით, განათლების
მინისტრის პოსტზე გიორგი
ამილახვარმა მნიშვნელოვან
შედეგებს მიაღწია.„ჩვენი
გუნდი მადლიერია გიორგი
ამილახვარის მიერ გაწეული
სამუშაოსი იმიტომ, რომ მან
მნიშვნელოვანი რეფორმები
გაატარა განათლების
სისტემაში როგორც
სასწავლო პროგრამების,
ასევე სკოლების
რეაბილიტაციის პროგრამის
შემუშავებაში და რაც
მთავარია, პედაგოგების
როგორც პროფესიული ზრდის,
ასევე მათი სოციალური
სახელფასო პოლიტიკის
ჩამოყალიბების კუთხით. მან
ამ ხანმოკლე პერიოდში
მართლაც მნიშვნელოვანი
შედეგი დადო და ისევ არჩია,
რომ ყოფილიყო უკვე
სამეცნიერო და
პედაგოგიური მოღვაწეობის
ასპარეზზე,“, - განაცხადა
ირაკლი
ქადაგიშვილმა.გიორგი
ამილახვარმა საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
მინისტრის თანამდებობა
დღეს დატოვა.მას ნაყოფიერი
მუშაობისთვის
პრემიერ-მინისტრმა
მადლობა გადაუხადა.