დაიწყო მამუკა მდინარაძემ!
ხალხნო! დღეს “გაბაწრეს”
ქართული მიწის უცხოელზე
გამყიდველი, - ასე
ეხმიანება ექსპერტი,
ედიშერ გვენეტაძე, სუსის
მიერ სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილის
დაკავების ფაქტს.ედიშერ
გვენეტაძე მხარდაჭერას
უცხადებს მამუკა
მდინარაძეს ქვეყნის
ეროვნული ინტერესების
დაცვაში.“დაიწყო მამუკა
მდინარაძემ! ხალხნო! დღეს
გაბაწრეს ქართული მიწის
უცხოელზე გამყიდველი. და
იცით ვინ? ბედის ირონიით ეს
ავაზაკი იმ მიწა-წყლის
ვიცე-გუბერნატორი
აღმოჩნდა, რომლის
წარმომადგენელმა 300
არაგველმა ერთხმად,
სამშობლოს ერთ დაძახებაზე,
ქართული მიწის
დაცვისათვის ერთი
ამოსუნთქვით, ბრძოლაში
შესვლის წინ მუჭით შეჭმული
ქართული მიწით მიიღეს
ზიარება, ისე გმირულად
შეაკვდნენ მტერს, რომ
არცერთი მათგანის სახელი
არ ვიცით და გადაინაცვლეს
უკვდავებაში ეს ნაძირალა
კი, როდესაც ქვეყანა
ფაქტობრივად საომარ
მდგომარეობაში იმყოფება
დოლარებზე ყიდის 300
არაგველის და უამრავი სხვა
უსახელო ვაჟკაცის მიერ
საუკუნეთა მანძილზე
სისხლით გაპოხიერებულ
ქართულ მიწას. ასეთების
ფეხქვეშ ქართული მიწა
იწვის. ყველა მათგანმა უნდა
აგოს უმკაცრესად პასუხი.
მხარდაჭერა და თანადგომა
მამუკა მდინარაძეს
მამულიშვილურ, ქვეყნიდ
ეროვნული ინტერესების
დაცვაში”,- წერს
გვენეტაძე.