თბილისის საკრებულოს
ისნის (ავლაბარი)
მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი "ქართული
ოცნებიდან", კახა ლაბუჩიძე
ისტორიულ არეალში
ავარიული ბინების
ჩანაცვლების პროგრამაზე
საუბრობს და ამბობს, რომ
პროგრამა ისნის რაიონსაც
შეეხება. კახა ლაბუჩიძე
საკითხთან დაკავშირებით,
"კურიერის" ეთერში
საუბრობს.კახა ლაბუჩიძე,
რომელიც მმართველმა
გუნდმა ისნის რაიონში
მაჟორიტარობის კანდიდატად
უკვე მეორედ დაასახელა,
აცხადებს, რომ ძალიან
წარმატებულად
განხორციელდა
მრავალბინიანი
ჩანაცვლების პროგრამა,
რომელსაც ოპონენტებში
ბევრი სკეპტიკოსი
ჰყავდა."მთავარი არის ის
გამოწვევა, რომელიც ორი
დღის წინ დედაქალაქის
მერმა დააანონსა. ჩვენ
ძალიან წარმატებულად
განვახორციელეთ
მრავალბინიანი
ჩანაცვლების პროგრამა,
რომელსაც ასევე ძალიან
ბევრი სკეპტიკოსი ჰყავდა
ჩვენ ოპონენტებში, იყვნენ
ქილიკით დაკავებული,
მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ
ეს მრავალბინიანი
საცხოვრებლები და
"ხრუშოვკების" ავარიულობის
და მისი მძიმე
მდგომარეობის გამო, იმ
დღეში აღმოჩნდა, რაც ჩვენ
მემკვიდრეობით მივიღეთ.
სამწუხაროდ, ჩვენ ეს გვერგო
ასეთი მძიმე მდგომარეობა
და მინდა გითხრათ, რომ
ძალიან წარმატებით წავიდა
ეს პროგრამა და დღეს არის
ძალიან ბევრი
ხელშეკრულება დადებული
მცხოვრებელსა და თბილისის
განვითარების ფონდს შორის,
მაგრამ ეს წარმატებული
პროგრამა, სამწუხაროდ, ვერ
აისახა ძველი თბილისის
დასახლებებში. მე
ვგულისხმობ ისტორიულ
არეალში ავარიულ
ბინებს.ჩვენი დასახლების
ძალიან დიდი ნაწილი შედის
ისტორიულ არეალში, ამიტომ,
ეს არის რევოლუციური ხედვა
და მუნიციპალიტეტი მზად
არის, 100%-ის თანხმობის
შემთხვევაში, გამოისყიდოს
მათი ქონება და ეს
ადამიანები ერთხელ და
სამუდამოდ დაეხსნებიან ამ
მძიმე საცხოვრისებს და
შემდეგ მათ სურვილის,
ხედვის და შესაბამისად,
მათი ოჯახის
გადაწყვეტილებით, ისინი
შეიძენენ ბინებს იქ, სადაც
მათი სურვილია", - ამბობს
კახა ლაბუჩიძე.