დღეს უკვე დავიწყებთ
მთავრობის წევრების
კანდიდატურების მოსმენას.
საზოგადოებას ექნება
შესაძლებლობა მათ
გეგმებსა და ხედვებს
უსმინოს, - განაცხადა
„ქრონიკასთან“ „ქართული
ოცნების“ წევრმა ლევან
მახაშვილმა.მისი თქმით,
მმართველი გუნდი გეგმავს,
რომ კვირის ბოლომდე
საქართველოს ახალ არჩეული
მთავრობა ჰყავდეს.„გუშინ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატმა ასევე
წარადგინა 3 ახალი
მინისტრობის კანდიდატი.
მათი მიღწეული ისტორიული
შედეგები და საქმიანობა
[მათზე] ძალიან ხმამაღლა
მეტყველებს.საბოლოო ჯამში,
ჩვენი გეგმაა, რომ
მიმდინარე კვირის
განმავლობაში ახალ არჩეულ
პარლამენტთან ერთად
საქართველოს უკვე ახალ
არჩეული მთავრობაც
ჰყავდეს“, - განაცხადა
მახაშვილმა.პარლამენტში
მთავრობის წევრობის
კანდიდატების მოსმენა
დღეს დაიწყება.