პორტუგალიის რესპუბლიკასა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

Primetime.ge 4 საათი წინ 2
პორტუგალიის რესპუბლიკასა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
პორტუგალიის რესპუბლიკასა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ.პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლევან წურწუმია დაინიშნა.ლევან წურწუმია საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან მუშაობს. ლევან წურწუმია უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა, ასევე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გია მაჭარაძე დაინიშნა. გია მაჭარაძე 1996 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციებზე. 2021-2022 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2022 წლიდან დღემდე არის ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია