29 აპრილს, ჩრდილოეთ
მაკედონიის დედაქალაქ
სკოპიეში, შავი ზღვის
ეკონომიკური
თანამშრომლობის
სამართლებრივ საკითხთა და
საერთაშორისო
თანამშრომლობის კომიტეტის
სხდომა გაიმართა, რომელშიც
მონაწილეობა მიიღო
ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელმა ირაკლი
მეზურნიშვილმა.კომიტეტის
განხილვის მთავარ თემას
წარმოადგენდა შავი ზღვის
რეგიონში ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლა.
სესიის ფარგლებში
დელეგაციის ხელმძღვანელმა
დელეგატებს სიტყვით
მიმართა.„ორგანიზებული
დანაშაული ხელყოფს
საზოგადოების ფუნდამენტურ
ღირებულებებს, აფერხებს
ეკონომიკურ,
საზოგადოებრივ, სოციალურ,
კულტურულ და პოლიტიკურ
განვითარებას,
ეწინააღმდეგება კანონის
უზენაესობის პრინციპებს
და საფრთხეს უქმნის
ქვეყნისა და რეგიონულ
უსაფრთხოებას. სწორედ
ამიტომ, ორგანიზებული
დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლა საქართველოს
ერთ-ერთ მთავარ
პრიორიტეტად რჩება.
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო
ურყევად აგრძელებს თავისი
ვალდებულების შესრულებას,
გამოიყენოს ყველა საჭირო
რესურსი ორგანიზებული
დანაშაულის წინააღმდეგ
ეფექტური და
ყოვლისმომცველი
რეაგირების
უზრუნველსაყოფად. ამ
მიზნის მისაღწევად,
შინაგან საქმეთა
სამინისტრო განუწყვეტლივ
მუშაობს ორგანიზებულ
დანაშაულთან
დაკავშირებული
საქართველოს
სამართლებრივი და
ინსტიტუციური ჩარჩოების
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
შესაბამისობაში
მოყვანაზე.სწორი
სახელმწიფო პოლიტიკის
განხორციელება
უზრუნველყოფს
დემოკრატიული, სოციალური
და სამართლებრივი
სახელმწიფოს
ფორმირებას.ორგანიზებული
დანაშაული გლობალური
პრობლემაა, რომელიც
გლობალურ რეაგირებას
მოითხოვს. ორგანიზებულ
დანაშაულთან საბრძოლველად
საერთაშორისო
თანამშრომლობის
გაძლიერება არის
უმნიშვნელოვანესი. სწორედ
ამიტომ, დღევანდელი სხდომა
კარგი შესაძლებლობაა
აზრთა გაცვლისა და
საუკეთესო პრაქტიკის
გაზიარების მიმართულებით,
რათა ერთობლივად შევძლოთ
უზრუნველვყოთ უფრო
უსაფრთხო და სამართლიანი
რეგიონი ყველასთვის“, -
განაცხადა ირაკლი
მეზურნიშვილმა.სხდომაზე
განიხილეს ორგანიზებული
დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ
მოხსენებისა და
რეკომენდაციის პროექტები,
რომლებიც ოფიციალურად
მიმდინარე წლის ივნისში,
ბაქოში ასამბლეის
პლენარულ სესიაზე იქნება
მიღებული.