ჩვენი ამბიციური გეგმა
არის, რომ 2030 წლისთვის
საქართველო იყოს ყველაზე
მეტად მომზადებული
კანდიდატი ქვეყნებიდან
ევროკავშირში
წევრობისთვის, - განაცხადა
„ქრონიკასთან“ „ქართული
ოცნების“ წევრმა ლევან
მახაშვილმა.„დღეს
პარლამენტი იწყებს
სამთავრობო გუნდის და
პროგრამის განხილვას და
მათ მოსმენებს. თითოეულ
კომიტეტში დეტალურად
თითოეული კანდიდატის
პროგრამას, გეგმებს,
სამომავლო ხედვებს.
საზოგადოებას ექნება იმის
შესაძლებლობა, რომ
შეაფასოს, თავად
დარწმუნდეს, რომ ეს
ადამიანები არიან
საუკეთესო
პროფესიონალები. ჩვენი
ამბიციური გეგმა არის, რომ
2030 წლისთვის საქართველო
იყოს ყველაზე მეტად
მომზადებული კანდიდატი
ქვეყნებიდან ევროკავშირში
წევრობისთვის.სწორედ
ამიტომ სამთავრობო
პროგრამა ძალიან ამბიციურ
გეგმებს ისახავს. იქნება ეს
როგორც თავად
ევროკავშირთან როგორც
ორგანიზაციასთან და მის
ინსტიტუტებთან ძალიან
მჭიდრო თანამშრომლობა, ამ
თანამშრომლობის გზაზე
ნებისმიერი ხელოვნური
ბარიერის მოხსნა, ასევე
თავად ევროკავშირის წევრ
სახელმწიფოებთან ორმხრივ,
თუ მრავალმხრივ
ფორმატებში ჩვენი
პარტნიორობის გაძლიერება
და კიდევ უფრო გაღრმავება“,
- აღნიშნა მახაშვილმა.