ქართული დელეგაციის
ვიზიტი დუბაიში სრულდება.
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ირაკლი
კობახიძის განმარტებით,
ძალიან მნიშვნელოვანი
შეხვედრები ჰქონდა
სხვადასხვა ქვეყნის
პირველ პირებთან, რაც
პოლიტიკური პარტნიორობისა
და ეკონომიკური
კავშირების კიდევ უფრო
განვითარებას შეუწყობს
ხელს."ჩვენ დავასრულეთ
ჩვენი ვიზიტი, საინტერესო
სამიტი იყო. გვქონდა
შეხვედრების საშუალება,
მათ შორის, გაიმართა
შეხვედრა დუბაის
მმართველთან, არაბთა
გაერთიანებული
საემიროების
ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე
ქუვეითის
პრემიერ-მინისტრთან. იყო
საინტერესო შეხვედრები და
საუბრები. ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია
კონკრეტულად ამ რეგიონში
ურთიერთობების
გაღრმავება, პოლიტიკური
პარტნიორობის და
ეკონომიკური კავშირების
კიდევ უფრო განვითარება და
ეს ფორმატი გამოვიყენეთ
იმისათვის, რომ ჩვენი
გზავნილები მიგვეტანა
ჩვენს მეგობრებამდე და
პარტნიორებამდე", -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.