საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი ქვეყნის
პრეზიდენტს, მიხეილ
ყაველაშვილს რიგგარეშე
სხდომის მოწვევის თოხვნით
მიმართავს.ამის შესახებ
შალვა პაპუაშვილმა
პარლამენტის საგაზაფხულო
სესიის დახურვის დროს
განაცხადა.მისი თქმით,
რიგგარეშე სხდომის
მოწვევის მიზანი
პრემიერ-მინისტრის
ინიციატივების განხილვა
და მიღებაა, რომელიც
ნაკოდანაშაულთან ბრძოლას
უკავშირდება.„საგაზაფხულო
სესია ბოლოს უახლოვდება,
ამავე დროს, მიმდინარე
კვირას პრემიერ-მინისტრის
მხრიდან გაჟღერდა
ინიციატივები
ნარკოდანაშაულთან
ბრძოლასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა
დაადასტურა პარლამენტის
მზაობა, რომ ეს
ინიციატივები პარლამენტმა
განიხილოს და მიიღოს.
ამიტომ, ვაპირებ, მივმართო
საქართველოს პრეზიდენტს,
მოიწვიოს რიგგარეშე სესია
მომავალ კვირას,
სავარაუდოდ 1-2 ივლისს
გვექნება რიგგარეშე
სესიის ფარგლებში
სხდომები. რაც შეეხება
დღევანდელ დღეს, ივნისის
ბოლო პარასკევია და
სრულდება საგაზაფხულო
სესია, შესაბამისად,
საქართველოს კონსტიტუციის
44-ე მუხლის პირველი პუნქტის
საფუძველზე პარლამენტის
საგაზაფხულო სესიას
დახურულად ვაცხადებ“, –
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.