ძალიან შთამბეჭდავი
ანგარიში იყო ბატონი
პრემიერის მიერ
წარმოდგენილი, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ ლევან
მაჭავარიანმა
პრემიერ-მინისტრის მიერ
პარლამენტში წარდგენილი
ანგარიშის შესახებ
გადაცემაში „დღის
ქრონიკა“.მან პრემიერის
ანგარიშში მოყვანილ
ეკონომიკურ მონაცემებზე
გაამახვილა ყურადღება და
აღნიშნა, რომ ამგვარი
ეკონომიკური ზრდის
გაგრძელების შემთხვევაში
საქართველო 5 წელიწადში
მაღალშემოსავლიანი
ქვეყნების რანგში
გადაინაცვლებს.„ეკონომიკასთან
დაკავშირებით ხაზი გაესვა
2024 წელს კვლავაც
უპრეცედენტო ეკონომიკურ
ზრდას, ეს იყო 9.4%, ჩვენი
ჯამური ეკონომიკა 90
მილიარდზე მეტია. რაც არის
პროგნოზირებული არა
მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ
მსოფლიო ბანკისა და
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის მიერ, დაახლოებით 100
მილიარდი ლარის ფარგლებში
იქნება ჩვენი ეკონომიკა ამ
წლის ბოლოს, ხოლო 1 სულ
მოსახლეზე 10 ათას დოლარს
ზემოთ. ეს ნიშნავს, იმას, რომ
ჩვენ თუ ამ ტემპით
გავაგრძელებთ, 5 წელიწადში
ძალიან დიდი ალბათობით,
გადავალთ
მაღალშემოსავლიანი
ქვეყნების რანგში.რაც
შეეხება უმუშევრობას და
სიღარიბეს - სიღარიბესტან
ბრძოლა პრემიერმა ქვეყნის
გამთლიანებასთან ერთად
გამოყო, როგორც ერთ-ერთი
ყველაზე მთავარი
პრიორიტეტი. ეს რიცხვიც
არის შემცირებული
ეკონომიკის ზრდასთან
ერთად 2024 წლის ბოლოსთვის
უმუშევრობა იყო 13%-ის
ფარგლებში, როდესაც 12 წლის
წინ ეს იყო ორჯერ უფრო დიდი
რიცხვი. დღეის
მდგომარეობით, სიღარიბის
ზღვარს მიღმა მცხოვრები
ადამიანების რაოდენობა
არის დაახლოებით 350 ათასი,
რაც ნამდვილად არ არის
პატარა რიცხვი ჩვენი
ქვეყნისთვის. თუმცა, ისიც
უნდა გავითვალისწინოთ, რომ
12 წლის წინ, როდესაც ჩვენ
ხელისუფლება
გადმოვიბარეთ, ეს რიცხვი
აღემატებოდა 1 მილიონ 100
ათას მოქალაქეს”, -
განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.