ევროპასთან ინტეგრაციის
გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე
დიდი მიღწევები, თუკი
ოდესმე ქვეყანას ჰქონია -
საქმით დავამტკიცეთ, რომ
ქვეყანას ევროპული
ინტეგრაციის კუთხით
შეუძლია ჰქონდეს პროგრესი
და ეს პროგრესი ყველასთვის
ნათლად არის ცნობილი, -
განაცხადა ჟურნალისტებთან
ლევან დავითაშვილმა.მისი
შეფასებით, აუცილებლად
მოხდება ურთიერთობების
მნიშვნელოვანი
გაუმჯობესება.„აბსოლუტურად
დარწმუნებული ვარ, რომ
მოვახდენთ ურთიერთობების
მნიშვნელოვან
გაუმჯობესებას. ჩვენ არ
შეგვიფერხებია არაფერი,
ვართ წინასაარჩევნო
პერიოდში, რომელმაც,
სამწუხაროდ, მიიღო
არაორდინარული სახე -
არჩევნების დასრულების
შემდეგ დაცხრება ემოციები.
გაგრძელდება ყველაფერი
ისე, როგორც მიდიოდა და
ჩვენ კიდევ გვექნება
პროგრესი ევროპული
ინტეგრაციის გზაზე, როგორც
გვქონდა აქამდე“, - აღნიშნა
პირველმა ვიცე-პრემიერმა.