ლევან მახაშვილის
განცხადებით, მმართველი
პარტია არცერთ
შემთხვევაში არ დაუშვებს
ოკუპირებული ტერიტორიების
აღიარებას. „ქართული
ოცნების“ საარჩევნო სიის
წევრი აღნიშნავს, რომ ეს
საკითხი სპეკულაციის
საგანი გახდა.„ეს საკითხი
ნამდვილად იქცა
სპეკულაციის საგნად. მინდა
ხაზგასმით, ცალსახად
განვაცხადო - არანაირი
კითხვა, პროცესი იმასთან
დაკავშირებით, რომ რაიმე
ფორმით მოხდება
ოკუპირებული ტერიტორიების
აღიარება, რა თქმა უნდა, არ
მიდის და არც იქნება. ჩვენ
ვიცავთ საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობას და
არანაირი სხვა ინიციატივა
ამის მიღმა არ განიხილება“,
- აცხადებს მახაშვილი.