ჩვენ დავთვალეთ, რომ საქართველოს სჭირდება დაახლოებით 14 მილიარდი ევრო… ფონდი მომავალში შეიქმნება

News.ge 2 თვის წინ 62
ჩვენ დავთვალეთ, რომ საქართველოს სჭირდება დაახლოებით 14 მილიარდი ევრო… ფონდი მომავალში შეიქმნება

„ჩვენ დავთვალეთ, რომ საქართველოს სჭირდება დაახლოებით 14 მილიარდი ევრო იმისთვის, რომ საქართველო გაუთანაბრდეს მინიმალურ ევროპულ სტანდარტს,“ – განაცხადა პლატფორმის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ღამის კურიერის“ ეთერში.
ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანას 14 მილიარდი ევრო სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ამოიქაჩოს და ფონი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობდა, მომავალში შეიქმნება.
„ეს 14 მილიარდი 2021 წელს დაფუძნებული ფონდია, რომელთან წვდომა საქართველოს დღეს არ აქვს, იმიტომ, რომ 2021 წელს ჩვენი წევრობა არც კი განიხილებოდა. მე გეუბნებით მომავალში რა ფონდიც იქნება. ჩვენ “ქართულ ოცნებას” რომ მოვიშორებთ, ვიწყებთ გაწევრიანების მოლაპარაკებებს და ჩვენი მხრიდან ვაპირებთ საკითხი დავაყენოთ, რომ საქართველოს 14 მილიარდი სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ამოიქაჩოს.
IPP-ის რეზოლუციაში, რომელიც გუშინ არის მიღებული, პირდაპირ წერია, რომ მოლაპარაკების გახსნის წუთიდან სტრუქტურულ ფონდებზე ექნება წვდომა საქართველოს. უფრო მეტიც, ევროპარლამენტი ამას მხარს უჭერს. კითხვა ასე დგას – როდის იქნებით მზად, რომ გახდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი? ამიტომ გამოიყოფა ეს 250 მილიარდი მინიმუმ. ბალკანეთის შემთხვევაში 30-მილიარდ ევროიანი ფონდი უკვე შეიქმნა, რომელსაც ზემოდან დაემატა მილიარდ ნახევარი”, – აცხადებს ვაშაძე.
წამყვანის კითხვაზე, აღნიშნული 14 – მილიარდიანი ფონდი მომავალში შეიქმნება? გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ – დიახ, მომავალში შეიქმნება და დასძენს, რომ “14 მილიარდი მინიმუმ იქნება.”
„დასაბუთება აქედან უნდა მივიდეს. როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენ ჩავიტანთ დასაბუთებას და ვიტყვით, დიახ, ჩვენ გვჭირდება 14 მილიარდი იმისთვის, რომ განვავითაროთ ქვეყანა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია