საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა, პეტრა პონევაჩ-პანამ დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

Primetime.ge 5 საათი წინ 10
საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა, პეტრა პონევაჩ-პანამ დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა, პეტრა პონევაჩ-პანამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის ხელმძღვანელს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ცერემონიის ფარგლებში შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.„საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები მომავალშიც განაგრძობენ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას. ზურაბ დარჩიაშვილმა უნგრეთის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია