გია ვოლსკი - ქართულ საზოგადოებას პიროვნული დაპირისპირების ეს ფორმა არ უნდა ახასიათებდეს, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას სჩვევია, ევროპული ქვეყნის ელჩებმა თქვან, რომ ამ შეურაცხყოფას არ მიესალმებიან

Primetime.ge 5 საათი წინ 2
გია ვოლსკი - ქართულ საზოგადოებას პიროვნული დაპირისპირების ეს ფორმა არ უნდა ახასიათებდეს, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას სჩვევია, ევროპული ქვეყნის ელჩებმა თქვან, რომ ამ შეურაცხყოფას არ მიესალმებიან
ქართულ საზოგადოებას პიროვნული დაპირისპირების ეს ფორმა და დონე არ უნდა ახასიათებდეს, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას სჩვევია. ევროპული ქვეყნის ელჩები გამოვიდნენ და თქვან, რომ ამ შეურაცხყოფას არ მიესალმებიან. რომელი მხარეც უნდათ, ის გააკრიტიკონ, მაგრამ სამართლიანი იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობს, შეცდომაშია შეყვანილი.„არის ჯგუფი, რომელიც ამას გეგმავს, ახორციელებს და იმ მიზნის მიღწევა სურს, რაზეც არაერთხელ გვითქვამს. სამწუხაროა, რომ ამაში ეს გაუცნობიერებელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ – გოგოები თუ ბიჭები, თუმცა გოგოების მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რადგან მათი მხრიდან დედის გინება განსაკუთრებული სტრატეგიული ამოცანა და სცენარის ნაწილია, რომ საქართველოში ეს მდგომარეობაა. პატარა გოგონებიც იგინებიან მწარედ და მძიმედ. ქალებს თავიანთი ფუნქცია აქვთ. ქალებმა, განსაკუთრებით პატარა გოგოებმა, ისეთი გინება უნდა შესთავაზონ პროცესს, რომლებიც წინა პლანზე მდგომ ბიჭებს წაახალისებს, ეს ყველაფერი გეგმა და სცენარია. ვინმე თუ მოძალადეა, „ოლეთა ჯგუფი“ და სექტაა. როცა ადამიანს მიუვარდები, გინებას დაუწყებ, ეტყვი რომ რუსი ხარ, მოღალატე ხარ, „კაგებეს“ აგენტი ხარ და თუ მან პასუხი გაგცა, ეს ძალადობაა? როცა ადამიანის წყობიდან გამოყვანას, გინებას სპეციალურად აორგანიზებ, პასუხი იქნება. ვინმე თუ მოძალადეა – ხართ თქვენ, თქვენი გუნდი, „ოლეთა“ ჯგუფი და სექტა, ტერორისტული აქციების მომწყობი – ფიზიკური იქნება ეს თუ მორალურ-ფსიქოლოგიური, დიდი განსხვავება არ აქვს. არც ფიზიკურისგან იკავებენ თავს, პირიქით, ახალგაზრდებს მოუწოდებენ, სისხლი დაღვარონ. ტერორისტები არიან შინაარსით. ეს არის ტერორიზმი – ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებენ იმ მიზნის მისაღწევად, რაც აქვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია