ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია - მარგარეტა სედერფელდი

Primetime.ge 2 თვის წინ 45
ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია - მარგარეტა სედერფელდი
ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია, - განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრმა მარგარეტა სედერფელდმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები გამჭვირვალე იყოს.„ვამაყობ, რომ IRI-ის წარმოვადგენ და ვაკვირდები არჩევნებს. საქართველოში არჩევნებს 2008 წლიდან ვუწევ მონიტორინგს. დილიდან დავაკვირდით უბნების გახსნას და დავაკვირდებით პროცესს ბოლომდე. ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, ისევე როგორც ყველა არჩევნები, ქართველი ხალხი თავის ნებას გამოხატავს. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პროცედურა სანდოდ და კანონიერად მიმდინარეობს, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ქართველი ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია. მნიშვნელოვანია არჩევნების გამჭვირვალობა. საქართველოს ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ“, - განაცხადა მარგარეტა სედერფელდმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.
სრულად წაიკითხეთ სტატია