ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 11
ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით - მამუკა მდინარაძე
ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელეთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილიც კი არ დარჩენილა.„ძალიან საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის მიერ სკამის ჩაბღაუჭების მომენტი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თუკი რაიმე ნორმა არსებობდა, თუკი რაიმე მორალური ნორმა არსებობდა, ყველაფერს არღვევდა, მას არ უთქვამს და უქნია ასეთი რამ, მე რომ ვადა გამივიდა, მაინც მე ვიქნებიო. ასეთი რამ სააკაშვილს არ უქნია, იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომ ამას ამბობს. თან ოპოზიცია რომ ჰქვია, რეალურად აგენტურული ოპოზიცია, მის ამ ნათქვამს მიჰყვება.რაც შეეხება პროცედურებს, დილის 9 საათიდან დაიწყება, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება და ბუნებრივია, ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელეთ. მას აქვს სხვა საუკეთესო პიროვნული თვისებები. ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით და ეს ყველაფერი იძლეოდა იმის საფუძველს, გვეფიქრა, ის იქნება ღირსეული, ამ ქვეყნისთვის უღალატო პრეზიდენტი. წინა შემთხვევაში ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გვქონია. თუკი რაიმე შეცდომებზე შეიძლება ვისაუბროთ, ალბათ ეს მაინც მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილს შეეხება. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო, რომ მდგარიყო ობიექტურობის მხარეს და ობიექტურად, შესაბამისად, თავისი ქვეყნის მხარეს, ამ ცუდი შემთხვევებიდან კარგი გამონაკლისი იქნება, დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, როცა არჩეული პრეზიდენტი შეძლებს, ეს გააკეთოს“,- განაცხადა მდინარაძემ.საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, საარჩევნო კოლეგია ხვალ აირჩევს.
სრულად წაიკითხეთ სტატია