საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერობის
კანდიდატი "ქართული
ოცნებიდან", ვახტანგ
კაკუტაშვილი იქნება,
რომლის განცხადებითაც,
მერობის კანდიდატად
წარდგენას დათანხმდა,
რადგან აქვს სურვილი,
საკუთარ რაიონს მეტი
სიკეთე
მოუტანოს.კაკუტაშვილის
თქმით, მთავრობის
ხელშეწყობით, საგარეჯოში
არაერთი მასშტაბური
პროექტი განხორციელდა და
მას, როგორც ადგილობრივს,
მერად არჩევის
შემთხვევაში,
შესაძლებლობა ექნება,
საგარეჯოს რაიონის
განვითარებაში ჩაერთოს.
"ბევრი მასშტაბური პროექტი
განხორციელდა მთავრობის
ხელშეწყობით და ამიტომაც
დავთანხმდი ამ
შემოთავაზებას, რომ ვარ
ადგილობრივი, შესაბამისად,
მეც მაქვს სურვილი, ჩავერთო
ჩემივე რაიონის
განვითარებაში და მეტი
სიკეთე მოვუტანო რაიონს." -
განაცხადა ვახტანგ
კაკუტაშვილმა.