„ქართული ოცნების“
თელავის მერობის
კანდიდატმა ვაჟა მაღრაძემ
თელავის მუნიციპალიტეტის
განვითარების შესახებ
ისაუბრა. მისი დაპირებაა,
რომ ის ყველას მერი იქნება
და აცხადებს, რომ ყველა
საკითხი პრიორიტეტული
იქნება, რაც განვითარებას
შეუწყობს ხელს. ვაჟა
მაღრაძე ამბობს, რომ
ტურიზმის მიმართულებით
საინტერესო და მასშტაბური
პროექტი
განხორციელდება.„ჩემი
მშობლიური ქალაქია.
მიყვარს ჩემი თელავი და
მინდა, რომ გარკვეული
წვლილი შევიტანო თელავის
მუნიციპალიტეტის
განვითარებაში. ის, რაც
განვითარებისთვის იქნება
მიმაჩნია, რომ ყველა
საკითხი პრიორიტეტია,
როგორც ქალაქში, ასევე
მუნიციპალიტეტის
სოფლებში. მე არ ვიქნები
მერი ვიღაცისთვის, ვიქნები
ყველასთვის და ეს არის ჩემი
მიზანი. შევეცდები უფრო
მასშტაბური პროექტები
განხორციელდეს, რათა
თელავი გახდეს უფრო ლამაზი,
როგორც საქართველოს ყველა
კუთხის მცხოვრებლისთვის,
ასევე უცხოელი
ტურისტებისთვის. ეს არის
ჩემი მიზანი“-განაცხადა
ვაჟა მაღრაძემ.