ჩაქვში, საავიაციო ძებნა-შველის მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩატარდა

Primetime.ge 7 საათი წინ 12
ჩაქვში, საავიაციო ძებნა-შველის მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩატარდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაბა ჩაქვში ჩატარებულ, საავიაციო ძებნა-შველის უწყებათაშორის მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრო. ინფორმაციას შსს ავრცელებს."საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სწავლების დაწყებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილმა თვითმფრინავმა ზღვის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც, სიმულაციური სწავლების სცენარით გათვალისწინებული სამაშველო მოქმედებები წარიმართა.სიმულაციური სწავლების მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის თანამშრომლებმა, ასევე, ღონისძიებაში ჩართულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა, ყველა იმ აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს, რაც საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციის დროს ხორციელდება.აღნიშნული უწყებათაშორისი სწავლების მიზანს წარმოადგენდა საავიაციო ძებნა-შველის სისტემაში ჩართული უწყებების ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, ინფორმაციისა და შეტყობინების მიღების პროცედურების სრულყოფა და საავიაციო შემთხვევების დროს, წყალსა და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას, ძებნა-შველის ოპერაციების დახვეწა, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.უწყებათაშორის სიმულაციურ სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და სწავლებაში ჩართული სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია