28 ივლისი ჰეპატიტის
მსოფლიო დღეა. თარიღთან
დაკავშირებით, თენგიზ
ცერცვაძის სახელობის
ინფექციური პათოლოგიის,
შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის ცენტრში,
სამუშაო შეხვედრა
გაიმართა, სადაც
ჰეპატიტების
პრევენციასთან
დაკავშირებით არსებული
გამოწვევები და მიღწევები
შეჯამდა, - ინფორმაციას
ჯანდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.„მოწვეულ
სტუმრებს, სიტყვით,
ჯანდაცვის მინისტრმა
მიმართა. მიხეილ
სარჯველაძემ
განსაკუთრებული
ყურადღება, საქართველოში, C
ჰეპატიტის ელიმინაციის
პროგრამის მიღწევებსა და B
ჰეპატიტის მართვის
სახელმწიფო პროგრამის
მნიშვნელობაზე
გაამახვილა.მიხეილ
სარჯველაძის განმარტებით,
პროგრამის წარმატებით
ფუნქციონირებაში, თენგიზ
ცერცვაძის ღვაწლი
შეუფასებელია და მისი როლი
გადამწყვეტი იყო როგორც
პროგრამის დაგეგმვის, ისე -
მისი ეფექტიანი
განხორციელების
პროცესში.შეხვედრაზე,
ელიმინაციის სტრატეგიის
მნიშვნელოვან ასპექტებზე,
გადაცემის პრევენციაზე,
ინფიცირებული პირების
გამოვლენაზე,
ლაბორატორიული
დიაგნოსტიკის მეთოდების
გაუმჯობესებასა და
ცნობიერების ამაღლებაზე
ისაუბრეს.აღსანიშნავია,
რომ 2024 წლიდან, ქვეყანაში,
მოქმედებს B ჰეპატიტის
მართვის სახელმწიფო
პროგრამაც, რომლის
ფარგლებში, სახელმწიფო,
სრულად ფარავს სკრინინგულ
და დიაგნოსტიკურ კვლევებს,
ასევე, პაციენტებს,
უსასყიდლოდ, გადაეცემათ B
ჰეპატიტის სამკურნალო
მედიკამენტები.C ჰეპატიტის
მართვის სახელმწიფო
პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა
და დღემდე, პროგრამაში, 91
300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო,
მკურნალობა დაასრულა 87 000-მა
მოქალაქემ, განკურნების
მაჩვენებელია 98.5%.
სახელმწიფო პროგრამით
გათვალისწინებული
სერვისები, როგორც
დიაგნოსტიკა, ისე -
სამკურნალო მედიკამენტი,
ფინანსდება სრულად
სახელმწიფოს მიერ და არ
ითვალისწინებს
თანაგადახდას, პაციენტის
მხრიდან.სამუშაო
შეხვედრას ესწრებოდნენ:
დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორი ირაკლი
ფურცელაძე, ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის
საქართველოს
წარმომადგენლობის
ხელმძღვანელი სილვიუ
დომენტე, „თ. ცერცვაძის
სახელობის ინფექციური
პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო - პრაქტიკული
ცენტრის“ აღმასრულებელი
დირექტორი მარინე
ეზუგბაია. ასევე -
მედიკოსები, პაციენტები და
ს