საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრ გეკა
გელაძეს ახალი მოადგილე
ჰყავს. მინისტრის
მოადგილედ, ვაკანტურ
პოზიციაზე, მარიამ
ტაბატაძე დაინიშნა,
რომელიც ეკონომიკურ და
ლოჯისტიკის
დეპარტამენტებს, ასევე
სსიპ ჯანმრთელობის დაცვის
სამსახურს
უხელმძღვანელებს, -
ინფორმაციას შინაგან
საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.„მარიამ
ტაბატაძე ბიზნეს
ადმინისტრირების
მაგისტრია. 2018 წლიდან იგი
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს ეკონომიკური
დეპარტამენტის უფროსის
თანამდებობას იკავებდა.
2013-2018 წლებში კი, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
სამინისტროს საბიუჯეტო
სამმართველოს უფროსი იყო.
2005-2013 წლებში მარიამ
ტაბატაძე საქართველოს
ფინანსთა სამინისტროში
სხვადასხვა პოზიციაზე
მუშაობდა.შინაგან საქმეთა
სამინისტროში კიდევ ერთი
ცვლილება განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტს
შეეხო - აღნიშნული
დეპარტამენტის დირექტორის
თანამდებობაზე რომან
ქარცივაძე დაინიშნა“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.