ჩვენ გვაქვს ძალიან
სამწუხარო და
არასახარბიელო
გამოცდილება მათ შორის,
დიპლომატები
წინასაარჩევნო პროცესში
ჩართვასთან დაკავშირებით, -
განაცხადა ევროპასთან
ინტეგრაციის საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ
ლევან მახაშვილმა.მან
აღნიშნა, რომ არჩევნებამდე
დარჩენილ პერიოდში
განსაკუთრებული წესები
მოქმედებს.„ორი თვეა
დარჩენილი მუნიციპალურ
არჩევნებამდე. ეს არის
ყველაზე ფაქიზი, ყველაზე
მნიშვნელოვანი პერიოდი
მთლიანად საარჩევნო
ციკლის განმავლობაში,
როდესაც მოქმედებს
განსაკუთრებული წესები.
ჩვენ გვაქვს ძალიან
სამწუხარო და
არასახარბიელო
გამოცდილება მათ შორის,
დიპლომატები
წინასაარჩევნო პროცესში
ჩართვასთან დაკავშირებით.
ჩვენ არა თუ უბრალოდ,
მოლოდინი გვაქვს, არამედ
მოვითხოვთ თითოეული ამ
ადამიანისგან,
მაქსიმალურად თავი
შეიკავონ ისეთი
გადაწყვეტილებებისგან და
ნაბიჯებისგან, რომლებმაც
შეიძლება, ძირი
გამოუთხაროს არჩევნების
სამართლიანობას და
თანასწორუფლებიანობის
პრინციპს“, - განაცხადა
ლევან
მახაშვილმა.აღნიშნულ
თემაზე მიმართვა სოციალურ
ქსელში საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
გამოაქვეყნა. „მივმართავ
დიპლომატებს, დაიცვან
ვენის კონვენცია, პატივი
სცენ ხალხის უფლებას
უცხოური ჩარევის გარეშე
გააკეთოს არჩევანი - ეს
არჩევნები იქნება ტესტი, თუ
ვინ სცემს პატივს
ქართველების სუვერენიტეტს
და ვინ - ხინკალს", - დაწერა
შალვა პაპუაშვილმა.