შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით,
შინაგან საქმეთა
მინისტრის, ვიცეპრემიერ,
ვახტანგ გომელაურის
მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა.შალვა თადუმაძე 2019
წლიდან დღემდე
საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის
მოადგილის პოსტს იკავებდა,
ასევე, იყო უზენაესი
სასამართლოს უვადოდ
არჩეული მოსამართლე. შალვა
თადუმაძეს 2018-2019 წლებში
საქართველოს მთავარი
პროკურორის თანამდებობა
ეკავა, ასევე, მუშაობდა
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსის
თანამდებობაზე.შალვა
თადუმაძემ 1998 წელს
დაამთავრა თბილისის
ჰუმანიტარული ინსტიტუტი,
მიენიჭა იურისტის
კვალიფიკაცია; 2006 წელს
ჩააბარა ადვოკატთა
ტესტირება საერთო
სპეციალიზაციით; 2006-2007
წლებში სწავლობდა
თბილისის
პოლიტიკურისწავლების
სკოლაში.შინაგან საქმეთა
მინისტრის ახლად დანიშნულ
მოადგილეს როგორც საჯარო,
ასევე, კერძო სექტორში
მუშაობის მრავალწლიანი
გამოცდილება აქვს.