შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია

Primetime.ge 3 საათი წინ 1
შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და 112-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, - იფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს 112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დათვალიერებისას, შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედივიდეომეთვალყურეობის სისტემას, ასევე, 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკის დეტალები მოისმინა და მათ, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, წარმატება უსურვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. https://primetime.ge/admin/news/publish/179446?slide-time=-1&device=desktop
სრულად წაიკითხეთ სტატია