გორის ერთ-ერთ რესტორანში, თევზში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც კიბოს რისკს ზრდის

Primetime.ge 5 საათი წინ 4
გორის ერთ-ერთ რესტორანში, თევზში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც კიბოს რისკს ზრდის
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში, რესტორანში "ერისონი" თევზის შემოწმების შედეგად, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება - ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოაჩინა. უწყების ცნობით, შემოწმება 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა და კალმახის ჯიშის თევზში, რომელიც რესტორან "ერისონს" ჰქონდა, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, 2.2მკგ/კგ რაოდენობის ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოჩნდა.„ეცნობა ვეტერინარულ დეპარტამენტს; ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა“, - მიუთითებს სურსათის ეროვნული სააგენტო.მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია ამბობს, რომ აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, რომელსაც თევზის მოშენებისას იყენებენ, როგორც ანტიპარაზიტულ საშუალებას. აღნიშნული ნივთიერების გამოყენება ევროკავშირის და აშშ-ს ქვეყნებში აკრძალულია, რადგან FDA-ს ცნობით, არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მალაქიტის მწვანემ შესაძლოა დააზიანოს დე-ენ-ემი, ასევე ზრდის კიბოს განვითარების რისკს, ორგანიზმში გრძელვადიანად გროვდება და აზიანებს ღვიძლს და თირკმელს.
სრულად წაიკითხეთ სტატია