ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის ერთ-ერთ
ყველაზე პოპულარულ
მარშრუტზე — ლომისმთაზე,
ეკოტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობა
დაიწყო. პროექტი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ფინანსდება და მისი საერთო
ღირებულება, დაახლოებით, 375
000 ლარს შეადგენს, -
ინფორმაცის დაცული
ტერიტორიების სააგენტო
ავრცელებს.„პროექტის
ფარგლებში, ზღვის დონიდან
დაახლოებით 2 000 მეტრ
სიმაღლეზე, მოეწყობა
ტურისტული
ინფრასტრუქტურა, მათ შორის,
ეკოტურისტული კოტეჯი,
საპიკნიკე და ცეცხლის
დასანთები
ადგილები.ლომისმთის
მარშრუტი
ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის ერთ-ერთი
ყველაზე მოთხოვნადი
მიმართულებაა. ბილიკი
დაახლოებით 15 კილომეტრს
მოიცავს და ვიზიტორებს
პანორამული ხედებითა და
მრავალფეროვანი ბუნებით
ხიბლავს.ინფრასტრუქტურის
მოწყობა ხელს შეუწყობს
ვიზიტორების კომფორტულ და
უსაფრთხო მოგზაურობას“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.