შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან, ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი იყოს შემადგენლობაში. ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 9
შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან, ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი იყოს შემადგენლობაში. ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი
შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი, რომ იყოს შემადგენლობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ.„როგორც იცით, ჩვენ პარლამენტის დადგენილებით შევქმენით სამუშაო ჯგუფები. მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი, რომ იყოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტები დაუბრუნდებიან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს შესაძლებლობას შემდეგ პარლამენტის წევრებსაც, რომ დაკომპლექტდეს შესაბამისი მეგობრობის ჯგუფები. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, მათ შორის, რომ ეს მეგობრობის ჯგუფები შექნილიყო, თუმცა არ არის დაკომპლექტებული. მანამ, სანამ არამეგობრული პოლიტიკა ექნება ამ სამი ქვეყნის პარლამენტს ქართველი ხალხის მიმართ, რთულია აქ, რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში ისურვებენ ყოფნას.ამიტომ, მოვუწოდებთ ამ სამი ქვეყნის პარლამენტებს, რომ დაუბრუნდნენ მეგობრობის ფორმატს და უარი თქვან არამეგობრულ ნაბიჯებზე ქართველი ხალხი მიმართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია