თბილისში პოლიტიკური
შეფასებების თემაა გია
ჯაფარიძის განცხადება.
"ღამის კურიერში"
"ნაციონალური მოძრაობის"
ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა,
რომ არასოდეს, საქართველოს
არც ერთ პარტნიორს არ
მოუთხოვია, ქვეყანას
რუსეთისთვის სანქციები
დაეწესებინა.პარტიის
"გახარია საქართველოსთვის"
პოლიტიკური საბჭოს წევრი,
გიორგი შარაშიძე ამბობს,
რომ სანქციების დაწესება
და სანქციებისთვის
შეერთება ერთმანეთისგან
განსხვავდება."სანქციებისთვის
შეერთება სხვა რამეა და
სანქციების დაწესება სხვა.
თქვენ თუ გულისხმობთ
სანქციების დაწესებას, მე
არ მახსენდება რომ ამგვარი
მოწოდება ყოფილიყო ჩვენი
საერთაშორისო
პარტნიორების მხრიდან. იმ
მომენტში შესაძლებელია
შეერთება სწორი პოზიცია
ყოფილიყო, მაგრამ
სანქციების დაწესება არ
ყოფილა ჩვენს ინტერესში.
სხვა არის, როდესაც
თვალდახუჭული უერთდები
რაღაც ტიპის სანქციებს და
აწესებ მას, მაგრამ სხვა
არის, როდესაც ინარჩუნებ
პრინციპულ პოზიციას,
მაგრამ ამავე დროს, არ
აზიანებ ქვეყნის
ინტერესებს, მათ შორის
ეკონომიკურ ინტერესებს.
შეიძლება სანქციების არ
დაწესება იყო სწორი ნაბიჯი,
მაგრამ ამავე დროს,
მნიშვნელოვანი იყო ჩვენ
შეგვენარჩუნებინა
ურთიერთობა ჩვენს
სტრატეგიულ
პარტნიორებთან", - აცხადებს
გიორგი შარაშიძე.შეფასება
გააკეთა "სტრატეგის
აღმაშენებელის"
გენერალური მდივანი,
პლატფორმა
"ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობა" პაატა
მანჯგალაძემ."შეიძლება
ბევრმა მეგობარმა,
პარტნიორმა გვირჩიოს
ბევრი რამ, მაგრამ თავი
მხრებზე იმიტომ გვაქვს,
უნდა გავაკეთოთ ის, რაც
არის საქართველოს
ინტერესში. ის, რომ
საქართველომ ეკონომიკური
ემბარგო გამოუცხადოს
რუსეთს, ამაზე ჩვენ
არასდროს არ ვსაუბრობდით.
იყო ლაპარაკი იმაზე, რომ
ბევრი სხვადასხვა
ტექნიკური საშუალება,
რომელსაც აქვს ორმაგნი
დანიშნულება, გაზრდილი იყო
საქართველოში იმპორტი
300-400%-ით და ამაზე
ვსაუბრობდით ჩვენ მაშინ", -
აცხადებს პაატა
მანჯგალაძე.