ვერავის მივცემთ საშუალებას, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ - პრემიერი

Primetime.ge 3 საათი წინ 1
ვერავის მივცემთ საშუალებას, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ - პრემიერი
"ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამგვარი პრაქტიკის აღკვეთას ისახავს მიზნად."მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღოს. კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სათანადოდ სარგებლობს, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ. ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას. საზოგადოებას პერიოდულად წარვუდგენთ ინფორმაციას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია