ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 3 საათი წინ 1
ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა - შალვა პაპუაშვილი
"ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა", - წერს შალვა პაპუაშვილი.პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს იხსენებს და აცხადებს, ევროკავშირის ბიუროკრატები ბოდიშის ნაცვლად, ქართულ სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმებს განაგრძობენ."ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა.სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს, როდესაც სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, რუსთავი 2-ის თუ სხვათა საქმეებზე, სტრასბურგის სასამართლო ყოველ ჯერზე ამხელდა ამგვარი ჩარევის უსამართლობას.ევროკავშირის ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროპული ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყვნენ, წესით, სტრასბურგის სასამართლოს ყოველი მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, ქართველ ხალხს მათგან ბოდიში უნდა მოესმინა. თუმცა, ნაცვლად ბოდიშისა, ქართულ სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმებსა და იმავე მანკიერ წრეზე სიარულს ვხედავთ", - წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, ევროკავშირის პრეს სპიკერმა საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია