შეერთებულ შტატებს
ევროკავშირთან ასობით
მილიარდი დოლარის
დეფიციტი აქვს, ასე დიდხანს
ვეღარ გაგრძელდება! -
ამბობს ამერიკის არჩეული
პრეზიდენტი.დონალდ
ტრამპის თქმით,
ევროკავშირს არ უნდა
ამერიკული მანქანები,
სოფლის მეურნეობის
პროდუქტები, თუმცა ისინი
ევროკავშირისას
იღებენ."ასე დიდხანს ვეღარ
მოგვექცევიან, ჩვენ არ
მივცემთ მათ საშუალებას,
აშშ ნაგავსაყრელად აქციონ",
– განაცხადა ტრამპმა.მისი
თქმით, ამჟამად
ევროკავშირი განიხილავს
ამერიკისგან ბუნებრივი
აირის შეძენის საკითხს,
რაც, ტრამპის აზრით, ბევრად
უფრო იაფია, ვიდრე ქარის
ენერგიისთვის შესაბამისი
ინფრასტრუქტურის მოწყობა.