ქართული ოცნების"
მხარდაჭერა, საპარლამენტო
არჩევნების ისტორიული
შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო
გაიზარდა", - ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სოციალურ ქსელში პოსტს
აქვეყნებს.მისი თქმით,
ამომრჩევლების 63%-ს აქვს
ნდობა არჩევნების მიმართ,
56,2% კი მხარს "ქართულ
ოცნებას" უჭერს."ეს არის
ქართველი ხალხის პასუხი
მათთვის, ვინც ქვეყნის
სამსახურს - უცხოს მონობას,
ეროვნულ ინტერესს - სხვისი
დროშის ფრიალს, სიყვარულს -
ზიზღს და ძალადობას
ამჯობინებს.ქართველ ხალხს
სურს მშვიდობა და არა ომი,
განვითარება და არა ნგრევა,
ქვეყნის გამთლიანება და
არა შუღლი, ეროვნული
ინტერესებით მოქმედება და
არა შეშლილი სამყაროს
ისტერიაში სხვის
მარიონეტად ყოფნა", - წერს
შალვა პაპუაშვილი.