შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა

Primetime.ge 6 საათი წინ 8
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა
პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა, - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი „გორბის“ ახალი კვლევის შედეგებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ნდობა კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ მან საბაზისო ღირებულებებს პატივი უნდა სცეს.„ხალხი მხარს უჭერს იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ბოლო რამდენიმე თვეა ატარებს. ჩვენი მიზანია, ვიმოქმედოთ ხალხის მიერ მონიჭებული ამ მანდატის შესაბამისად.ეს ნდობა, ასევე, კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს: გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების წესს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას. ამის გარეშე ევროკავშირი ევროპა ვერ იქნება“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია